პოტერჰედებისთვის საოცარი სიახლე გვაქვს. უკვე დიდი ხანია გარკვეული ინფორმაცია ვრცელდებოდა იმის შესახებ, რომ ჯოან როულინგის შექმნილ ჯადოსნურ სამყაროზე სერიალს გადაიღებდნენ, თუმცა, დადასტურებული ინფორმაცია ამის შესახებ არ იყო.
და აი, HBO Max-მა „ჰარი პოტერის“ სერიალზე მუშაობა უკვე დაიწყო. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ იმუშავებს სერიალზე, ან კონკრეტულად რომელ ნაწილს შეეხება ის.
შეგახსენებთ, ჯოან როულინგის ქმნილება მსოფლიოში ნახევარ მილიარდზე მეტ ეგზემპლარადაა გაყიდული და 87 ენაზეა ნათარგმნი.