LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

HBO-მ ტინა ტერნერზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის TINA თიზერი გავრცელდა

120
page

HBO-მ მრავალი მუსიკალური ჯილდოს მფლობელი მუსიკოსის, ტინა ტერნერის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის Tina თიზერი გაავრცელა. ბიოგრაფიული ფილმი არტისტის ცხოვრებისა და კარიერის შესახებ მოგვითხრობს, ასევე ნაჩვენები იქნება  საარქივო მასალაც.

ნამუშევრის რეჟისორები დანიელ ლინდსი და ტიჯეი მარტინი არიან. ფილმის პრემიერა კი 27 მარტს შედგება.

შეგახსენებთ, ტინა 1991 წელს „როკ-ენ-როლის“ დიდების დარბაზში შეიყვანეს. ჟურნალმა „როლინგ სთოუნმა“ კი ის ყველა დროის 100 საუკეთესო მუსიკოსს შორის დაასახელა.

ცნობისთვის, ტერნერმა მუსიკალური კარიერა თავის ქმართან, აიქ ტერნერთან დუეტით დაიწყო. ისინი პოპულარულები სინგლით Proud Mary გახდნენ. სოლო ალბომში Private Dancer შესულმა ჰიტმა What’s Love Got to Do with It კი არტისტს არნახული წარმატება და „გრემის“ ოთხი ჯილდო მოუტანა.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები