LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირინა შეიკი „ალბერტა ფერეტის“ ხელნაკეთ უმშვენიერეს კაბაში – შთამბეჭდავი ფოტოები პოდიუმიდან

207
page

„მილანის მოდის კვირეულზე“ უკვე მოდელების  უამრავი შთამბეჭდავი გამოჩენა ვიხილეთ.  მათგან ერთ-ერთი გახლავთ ირინა შეიკი, რომელიც ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელის ტიტულს არ თმობს. ამჯერად ის პოდიუმზე „ალბერტა ფერეტის“ ხელნაკეთ კაბაში გამოჩნდა და საზოგადოებას კიდევ ერთხელ ათქმევინა, რომ მისი სილამაზე სრულყოფილია.

ეს გახლდათ ღია ატმისფერი, თავისუფალი სტილის კაბა, რომელსაც აბრეშუმის თასმების წნული ამშვენებდა.

ცნობისთვის დასავლური მედია კვლავ აქტიურად წერს შეიკისა და მისი ყოფილი ქმრის, ბრედლი კუპერის შერიგებაზე. საზოგადოების მეორე ნაწილი კი კვლავინდებურად დარწმუნებულია, რომ შეიკი ჟიზელ ბიუნდჰენის ექს-მეუღლეს, ტომ ბრედის ხვდება.

„ირინა შეიკს კვლავ ექს-ქმარზე სურს დაქორწინება, პარალელურად კი ტომ ბრედის ხვდება“ – დასავლირი მედია

„არ დამინახოს, რომ ყოფილ ქმართან ვსეირნობ“ – ირინა შეიკი შავ ჰუდში ტომ ბრედის ემალება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები