ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე, მსახიობი და მომღერალი ჯარედ ლეტო საზოგადოების ყურადღების ცენტრში რამდენჯერმე მოექცა. ჯერ განაცხადა, რომ მედიტაციისთვის უდაბნოში იყო წასული და მსოფლიოში არსებული ვითარების შესახებ არაფერი იცოდა, შემდეგ კი ჰუდების კოლექცია გამოუშვა, გაყიდული თანხა კი კორონავირუსთან საბრძოლველად შექმნილ საქველმოქმედო ფონდში გადარიცხა და თაყვანისმცემლების აღფრთოვანება კიდევ  ერთხელ დაიმსახურა.

ახლა კი ვარსკვლავი პაპარაცებმა შეყვარებულთან, ვალერი კაუფმანთან ერთად, მალიბუში დააფიქსირეს. მიუხედავად იმისა, რომ წყვილი ერთმანეთს უკვე რამდენიმე წელია ხვდება, საზოგადოების წინაშე ძალიან იშვიათად ჩნდება.

48 წლის ჯარედ  ლეტო და 25 წლის მოდელი სპორტულ, ყოველდღიურ ტანისამოსში იყვნენ გამოწყობილები.

კატეგორიები: შოუბიზნესი

მსგავსი თემები