LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯასტინ ბიბერი, ჯონ ლეჯენდი, The Weeknd, მერი ჯეი ბლაიჯი და სხვები… – Puff Daddy, 17-წლიანი პაუზის შემდეგ, ახალი ალბომით დაბრუნდა

153
page

ლეგენდარული ჰიპ-ჰოპ არტისტი და პროდიუსერი შონ კომბსი, სასცენო ფსევდონიმით Puff Daddy, 17-წლიანი პაუზის შემდეგ, ახალი ალბომით დაბრუნდა. ნამუშევრის სახელწოდებაა: The Love Album: Off the Grid.

ახალი ალბომის ჩაწერაში უამრავმა ვარსკვლავმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის გახლავთ: ჯასტინ ბიბერი, ჯონ ლეჯენდი, The Weeknd, მერი ჯეი ბლაიჯი და სხვები…

„ეს ალბომი იმისთვის არ შექმნილა, რომ დღევანდელი ტრენდები გაიმეოროს, ის შეიქმნა იმისთვის, რათა ადამიანის სულს შეეხოს. მუსიკა ჩემი პირველი სიყვარულია და მუსიკამ მომცა ცხოვრების მეორე შანსიც“, – აღნიშნავს არტისტი.

ცნობისთვის, უკანასკნელი  საავტორო ალბომი Press Play რეპერმა 2006 წელს  გამოუშვა.

ვიდეო: Puff Daddy 17-წლიანი პაუზის შემდეგ ახალი ალბომით ბრუნდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები