10 მარტს, ტიმბერლენდი 47 წლის გახდა. ერთ-ერთი პირველი, ვინც ამერიკელ პროდიუსერს დაბადების დღე მიულოცა, ჯასტინ ტიმბერლეიკი იყო.
ჯეი თიმ, რომელსაც ტიმბერლენდმა საუკეთესო სურვილებისთვის მადლობა ,,ინსტაგრამზე” გამოქვეყნებული სახალისო ფოტოთი გადაუხადა, დიდი ხნის მეგობარს ემოციური ვიდეო მიუძღვნა, რომელიც ხმისჩამწერ სტუდიაშია გადაღებული.
რგოლში, მუსიკოსები ერთ-ერთი სიმღერაზე მუშაობის პროცესში ერთობიან და ტაშს უკრავენ.
,,დაბადების დღეს გილოცავ, ძმაო. უფრო მეტი ტაში ჯერ კიდევ წინ არის”, – დაწერა პოსტზე 38 წლის შემსრულებელმა.
საინტერესოა, რომ მისალოც გზავნილს დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში, რადგან ვარსკვლავების თაყვანისმცემლებმა ჩათვალეს, რომ მუსიკოსები ახალ სინგლზე მუშაობენ, რომელიც დღის სინათლეს უახლოეს მომავალში იხილავს.
View this post on Instagram
Happy Birthday to my brother @timbaland!!! More claps that slap soooooon come!!!!!
A post shared by Justin Timberlake (@justintimberlake) on
შეგახსენებთ, რომ ტიმბერლენდს ჯასტინ ტიმბერლეიკთან ისეთ ჰიტებზე უმუშავია, როგორებიცაა: Cry Me a River, SexyBack, Say Something და მრავალი სხვა.