საქორწინო ეიფორიამ ჩაიარა, ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი თავიანთ საქმიანობას დაუბრუნდნენ და როგორც ჩანს, საკულტო წყვილის ცხოვრებაში პრაგმატული აზროვნების დროც დადგა. „ბენიფერმა“ საქორწინო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, რომელიც ოჯახური ღალატის შემთხვევაში $5-მილიონიან კომპენსაციას ითვალისწინებს.
ინსაიდერის თქმით, ჯენიფერ ლოპესს ბენთან განშორების ძალიან ეშინია. არტისტი ფიქრობს, რომ აფლეკი მისგან შეიძლება გადაიღალოს და ის მიატოვოს.
მედიის ცნობით, ეს არ გახლავთ წყვილის პირველი კონტრაქტი, დაქორწინებამდე მათ გააფორმეს დოკუმენტი, რომელიც მათ ინტიმურ კავშირს ეხება, თუმცა მისი შინაარსი ჯერჯერობით უცნობია.
„სიყვარულით იტალიიდან“ – „ბენიფერის“ თაფლობის თვის ქრონიკები – ფოტოები, რომლებიც უნდა ნახოთ