„ბენიფერი“ ბენ აფლეკის გულწრფელი ინტერვიუს შემდეგ პირველად გამოჩნდა. ისინი შვილებთან ერთად ვესტვუდში გადაიღეს, ბედნიერი ოჯახი თეატრში იმყოფებოდა.
52 წლის ჯენიფერი და 49 წლის ბენი ხელჩაკიდებული სეირნობდნენ. ჯეი ლო თინეიჯერივით გამოიყურებოდა, მას „ვალენტინოს“ ჭრელი, ყვავილებიანი სვიტერი ამშვენებდა, ბენს კი კვლავ ამოჩემებული, კუბოკრული პერანგი ეცვა.
ფოტო: ამოჩემებული პერანგი – ბენ აფლეკი კვლავ ჯეი ლოს ტანისამოსში გამოჩნდა
„ეს საოცრად ლამაზი და ამაღელვებელი ისტორიაა, ერთხელაც მე ამას მოვყვები, დავწერ და შემდეგ შეიძლება დავწვა კიდეც ფურცელი. ცხოვრების ამ ეტაპზე ზუსტად ისეთი ვარ, როგორიც უნდა ვიყო, ნამდვილი, რეალური, გულწრფელი. მე ვისწავლე, რომ არის რაღაცეები, რაც სხვას არ უნდა გაუზიარო, თუმცა მაინც ვიტყვი, რომ მე ახლა ბედნიერი ვარ“, – განაცხადა ბენმა რამდენიმე დღის გამოცემა WSJ-სთვის მიცემულ ინტერვიუში.