კანიე უესტი და მისი მეუღლე, ბიანკა ჩენსორი დროებით ერთმანეთს დაშორდნენ. ამის შესახებ დასავლური მედია წერს. გამოცემას ინსაიდერმა აუწყა, რომ ბიანკა მშობლიურ ავსტრალიაში გაემგზავრა და დამღლელი ერთი წლის შემდეგ, ოჯახის წევრებისა და მეგობრების გარემოცვაში ატარებს დროს.
„კანიესთან ურთიერთობა ძალიან რთულია, ბიანკა აღმოჩნდა ის ერთადერთი ქალი, რომელიც განსაკუთრებული მოთმინებით ეკიდებოდა მეუღლესთან თანაცხოვრებას. უესტი ახლა მხოლოდ თავის ახალ ალბომზე ფიქრობს, წყვილი ოქტომბრის შუა რიცხვებში დროებით დაშორდა ერთმანეთს“, – ნათქვამია ინსაიდერის განცხადებაში.
ცნობისთვის, კანიე უესტმა და ბიანკა ჩენსორიმ წლის დასაწყისში, ფარულად იქორწინეს.
მას შემდეგ, რაც კანიე უესტმა მეუღლეს საუბარი აუკრძალა, ბიანკა ჩენსორი მშობლიურ ავსტრალიაში გაიქცა
კანიე უესტმა მეუღლეს გამვლელებთან პოზირება და ფოტოების გადაღება აიძულა