11 ნოემბერს, უმშვენიერესი დემი მური 60 წლის გახდება. ის იმ ვარსკვლავთაგანია, რომელმაც დრო გამოიწვია და დაამარცხა კიდეც. 59 წლის მური ბრწყინვალედ გამოიყურება და ხშირად ახდენს სრულყოფილი სხეულის დემონსტრირებას. ამჯერად მან „ინსტაგრამზე“ მორიგი პიკანტური ფოტო გაავრცელა, რომელშიც შიშველ სხეულზე, ნარინჯისფერი კაპიუშონიანი ქურთუკით აქვს მოცმული.
„ჩემს ახალ ქურთუკში ვცხოვრობ, რომელიც Glenda Bailey x-ის ბრენდისაა“, – დაწერა მურმა.
ცნობისთვის, სიახლეებია მურის პირად ცხოვრებაშიც. ის მსოფლიოში ყველზე ცნობილ შეფმზარეულს, 46 წლის დენიელ ჰამს ხვდება და საოცრად ბედნიერად გრძნობს თავს.
როცა ერთ თვეში 60 წლის ხდები და ასეთ ფორმაში ხარ – დემი მურის ახალ ფოტოზე შეუდარებელია