ჯერ კიდე გასული წლის ზაფხულში გავრცელდა ჭორები, რომ რეალითი შოუს ვარსკვლავის, კიმ კარდაშიანისა და ჰიპ-ჰოპ არტისტის, კანიე უესტის ქორწინებაში ბზარი გაჩნდა. ინტერნეტში ფოტოებიც გავრცელდა, თუ როგორ ტირის კარდაშიანი კანიესთან საუბრის შემდეგ. თუმცა, აღნიშნული ინფორმაცია წყვილს არ დაუდასტურებია. პირიქით, კიმი მეუღლეს საპრეზიდენტო არჩევნებისას მუდამ მხარში ედგა და ყველამ ჩათვალა, რომ წყვილის ურთიერთობა კვლავინდებურად ჰარმონიული იყო.
ატირებული კიმ კარდაშიანის ფოტო ინტერნეტს იპყრობს
მოხერხებულმა პაპარაცებმა წყვილს არაერთი ფოტო გადაუღეს, მათგან ყველაზე საყურადღებო ერთ-ერთი მათგანი იყო
თუმცა, როგორც ჩანს, ტაბლოიდები არასდროს ცდებიან. ახლახანს ინფორმაცია გავრცელდა, რომ 6 წლიანი ქორწინების შემდეგ, ისინი შორდებიან. ინსაიდერების თქმით, მათი განქორწინება გარდაუვალია, კიმი უკვე კი ქორწინების ბეჭედს აღარ ატარებს, რეპერმა კი ახალი წლის დღესასწაულები ცალკე, ვაიომინგის სახლში გაატარა.
შეგახსენებთ, კიმ კარდაშიანი და კანიე უესტი 2014 წელს დაქორწინდნენ. წყვილი 4 მცირეწლოვან შვილს ზრდის. აღსანიშნავია, რომ კიმისთვის ეს მესამე ქორწინებაა.