კიმ კარდაშიანისა და კანიე უესტის მეოთხე შვილის სახელი ცნობილია. გაირკვა, რომ ვარსკვლავურმა წყვილმა ბიჭუნას ფსალმი დაარქვა, რასაც ბიბლიური მნიშვნელობა აქვს. ფსალმი იგივე ფსალმუნი, ებრაულ ენაზე სიმღერას ნიშნავს.
აღსანიშნავია, რომ ინფორმაცია ამის შეასახებ მას შემდეგ გასაჯაროვდა, რაც ამერიკელმა სატელევიზიო სახემ ”ინსტაგრამზე” მეუღლის მინაწერი გამოაქვეყნა. შეტყობინებაში 41 წლის რეპერი თავის 38 წლის რჩეულს პატარას პირველ ფოტოს უგზავნის და დედის დღეს ულოცავს.
შეგახსენებთ, რომ კიმ კარდაშიანისა და კანიე უესტის მეოთხე შვილი ქვეყანას 10 მაისს, სუროგატი დედის დახმარებით მოევლინა.
კიმ კარდაშიანი და კანიე უესტი მეოთხე შვილის მშობლები გახდნენ (ფოტო)