LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კურტ კობეინის ლეგენდარული ჟაკეტი აუქციონზე 334 000 დოლარად გაიყიდა (ფოტო/ვიდეო)

231
74395711-485196078750276-241481241977683968-n

ლეგენდარული კურტ კობეინის დალაქავებული, გაურეცხავი და სიგარეტისგან ამომწვარი ჟაკეტი აუქციონზე 334 000 დოლარად გაიყიდა. ნირვანას ფრონტმენს ის MTV-ის გამოსვლაზე „Unplugged“ 1993 წელს ეცვა.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ჟაკეტი მუსიკოსს თავის უკანასკნელ გამოსვლაზე ეცვა. ის ისტორიაში ყველაზე ძვირად გაყიდულ ტანსაცმლად ითვლება.
აუქციონის პრეზიდენტმა დარენ ჟულიენმა მას „წმინდა გრაალი“ უწოდა.

შეგახსენებთ, ნირვანას ყველაზე წარმატებული ალბომია Nevermind, ის 1990-იანი წლების ყველაზე წარმატებულ ალბომად იქცა, ჟურნალ როლინგ სტოუნის ყველა დროის საუკეთესო გიტარისტების სიაში კობეინს მეთორმეტე ადგილი უკავია.

ლეგენდარულმა არტისტმა 1994 წელს სიცოცხე თვითმკველობით დაასრულა, ის 27 წლის იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები