ჰოლივუდში ყველაფერი ხდება და უკვე აღარც წარმოუდგენელი ვარსკვლავური წყვილების დებიუტი გვაკვირვებს. ამჯერად საუბარია ჯიჯი ჰადიდისა და ბრედლი კუპერის რომანზე. 48 წლის კუპერი და 28 წლის ჰადიდი ნიუ-იორკში, Via Carota-ში, რომანტიკულ ვახშამზე მიმავალი შენიშნეს. პაპარაცებმა ისინი მაშინ გადაიღეს, როცა ერთ მანქანაში სხდებოდნენ.
ნარკოტიკების მოხმარების ბრალდებით დაკავებული ჯიჯი ჰადიდი, გათავისუფლების შემდეგ, პირველად გამოჩნდა
ლეონარდო დიკაპრიო და ჯიჯი ჰადიდი კვლავ ერთად გადაიღეს
ცნობისთვის, რამდენიმე თვის წინ, მედია აქტიურად წერს ჯიჯისა და ლეონარდო დიკაპრიოს რომანზე. ისინი ერთად რამდენჯერმე გადაიღეს. რაც შეეხება კუპერს, ტაბლოიდები აქტიურად წერენ, რომ ის და მისი ექს-ცოლი, ირინა შეიკი კვლავ ერთ არიან, თუმცა, ინსაიდერების ცნობით, მათ მხოლოდ და მხოლოდ მეგობრული ურთიერთობა აკავშირებთ.