თვის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ეპატაჟური არტისტები ერთიანდებიან. საუბარია პოპის დედოფალ მადონასა და მრავალი მუსიკალური ჯილდოს მფლობელ, სემ სმიტზე.
სმიტმა სოციალურ ქსელში „თიზერი“ გაავრცელა, რომელშიც მადონასთან თანამშრომლობას აანონსებს.
და აი, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა მათი კოლაბორაციული ნამუშევარი, სახელწოდებით Vulgar. კომპოზიცია კვირის მუსიკალური გამოკითხვის ლიდერი გახდა. მან ხმების 45 პროცენტზე მეტი მიიღო და BTS-ს, ნაილ ჰორანს, როსალიას და სხვა შემსრულებლებს გადაუსწრო.
ვიდეო: სემ სმიტის მორიგი ეპატაჟური „ლუქი“ – არტისტის მსოფლიო ტურნე Gloria დაიწყო
მადონა მსოფლიო ტურნეს სკანდალური ვიდეოთი აანონსებს – გამოიცანით ვის კოცნის „პოპის დედოფალი“