თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ეპატაჟური არტისტები ერთიანდებიან. საუბარია პოპის დედოფალ მადონასა და მრავალი მუსიკალური ჯილდოს მფლობელ, სემ სმიტზე.
სმიტმა სოციალურ ქსელში „თიზერი“ გაავრცელა, რომელშიც მადონასთან თანამშრომლობას აანონსებს.
ვიდეოში ეწერება: „სემი და მადონა”, თავიანთ სახელებს კი თავად მუსიკოსები აჟღერებენ.
ცნობისთვის, სემ სმიტი ახლა ტურნეში იმყოფება, მადონა კი დაგეგმილი ტურნესთვის ემზადება, რომელიც 15 ივლისს ვანკუვერში დაიწყება.
ვიდეო: სემ სმიტის მორიგი ეპატაჟური „ლუქი“ – არტისტის მსოფლიო ტურნე Gloria დაიწყო
მადონა მსოფლიო ტურნეს სკანდალური ვიდეოთი აანონსებს – გამოიცანით ვის კოცნის „პოპის დედოფალი“