LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მას შემდეგ ვცხოვრობ როგორც მკვდრეთით აღმდგარი არსება“ – შინეიდ ოკონორის უკანასკნელი, სულისშემძვრელი ვიდეო

908
page

ირლანდიელი მომღერალი შინეიდ ოკონორი 56 წლის ასაკში გარდაიცვალა.

დიდი მწუხარებით გაცნობებთ, რომ ჩვენი საყვარელი შინეიდი მრავალწლიანი ფსიქიკური პრობლემების შემდეგ გარდაიცვალა. მისი ოჯახის წევრები და მეგობრები შეძრულნი ვართ“, – წერია მომღერლის ოჯახის განცხადებაში. გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ცნობილი მომღერალი შინეიდ ო კონორი გარდაიცვალა

ცნობისთვის, მის გარდაცვალებამდე 18 თვით ადრე, 2022 წელს მისმა 17 წლის ვაჟმა თავი მოიკლა. სწორედ მასზე საუბრობს არტისტი უკანასკნელ ვიდეოში, რომელიც 9 ივლისით თარიღდება.

„მას შემდეგ ვცხოვრობ როგორც მკვდრეთით აღმდგარი არსება. ის იყო ჩემი ცხოვრების სიყვარული, ჩემი სულის ლამპარი”, – დაწერა მომღერალმა ბოლო პოსტში და თან შვილის ფოტოც გამოაქვეყნა.

ფოტო: შინეიდ ო’კონორი 17 წლის ვაჟის დაკრძალვაზე ვარდისფერი ტანისამოსით მივიდა – ტრაგედიის შემდეგ არტისტი პირველად გამოჩნდა

„ჩემი ბიჭის გარეშე დაკარგული ვარ“ – შინეიდ ო’კონორი კლინიკაში გადაიყვანეს 

ირლანდიელმა მომღერალმა 1990 წელს Prince’s Nothing Compares 2 U-ის გულის ამაჩუყებელი ქავერით მთელ მსოფლიოში ვარსკვლავური პოპულარობა მოიპოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები