LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მასთან ქორწინების შემდეგ დავწყნარდი“- 84 წლის ვუდი ალენი გერთან ქორწინების შესახებ ალაპარაკდა

612

უკვე 22 წელია, რაც ლეგენდარული რეჟისორი, ვუდი ალენი თავის გერზე, სუნ-ი პრევინზეა დაქორწინებული. ალნემა Mail on Sunday-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა და 49 წლის მეუღლესთან ქორწინებაზე ისაუბრა.

„თავიდან ჩვენი ქორწინება უცნაურად გამოიყურებოდა, ის ჩემზე ბევრად პატარა იყო, მე კი მისი მამინაცვალი ვიყავი. მასთან დაქორწინების შემდეგ სიტუაცია დაწყნარდა და მეც დავმშვიდდი“, – აცხადებს 84 წლის ვუდი.

შეგახსენებთ, სუნ-ი პრევინს ვუდი ალენი ყოფილ შეყვარებულთან, მია ფეროუსთან ერთად ზრდიდა, მათ საერთო ვაჟი, რონანი და კიდევ ორი ნაშვილები შვილი ჰყავთ.

თავად ვუდი ალენი და პრევინი კი 1997 წელს დაქორწინდნენ, მაშინ ვუდი 62 წლის იყო, პრევინი კი 27.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები