65 წლის მიშელ პფაიფერმა „ინსტაგრამზე“ ფოტოების ახალი სერია გაავრცელა, სადაც მაკიაჟის გარეშე პოზირებს. მსახიობი შესანიშნავად გამოიყურება და ასაკი სრულებითაც არ ეტყობა. სხვათა შორის, ვარსკვლავმა ახალი შინაური ცხოველი, პატარა ლეკვი აიყვანა, სწორედ მასთან პოზირებს მსახიობი ახალ ფოტოებში.
უბერებელი სილამაზე – 65 წლის მიშელ პფაიფერი შავ ანსამბლში შეუდარებელია
ტანზე მომდგარი შავი კაბა ოქროსფერი სამკაულით – 64 წლის მიშელ პფაიფერი წითელ ხალიჩაზე
ცნობისთვის, მიშელ პფაფერის ბოლო პროექტი 2023 წელს გამოვიდა ეკრანებზე, ეს გახლავთ „კვანტუმანია“. მისი ყველაზე ცნობილი ფილმებია „ნაიარევი სახე“, „გულთან ახლოს“, „მე სემი ვარ“ და „სახიფათო ფიქრები“.