53 წლის მსახიობი, ნიკოლ კიდმანი ლეგენდარული მსახიობის, ლუსილ ბოლის როლს შეასრულებს. ბიოგრაფიული ფილმის, „რიკარდოდ ყოფნა“ გადაღებები უკვე დაწყებულია.
„ფილმის გადაღებები მიმდინარეობს“, – ასე დაასათაურა ფოტო კიდმანმა, სადაც ის გადასაღებ მოედანზე პოზირებს.
რამდენიმე თვის წინ ნიკოლმა გამოცემა Variety-ს ინტერვიუ მისცა, სადაც აღნიშნული როლის შესახებ ისაუბრა.
„ძალიან მიყვარს ლუსილი, მისით სრულიად მოცული ვარ, ის ჭეშმარიტი ქალია“, – განაცხადა კიდმანმა.