LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიშნობის შემდეგ „ბენიფერი“ პირველად გამოჩნდა – ჯეი ლო საყვარელი მამაკაცის პერანგში ბრწყინავს

1970
page

ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი ნიშნობის შემდეგ პირველად გამოჩნდნენ. მათ უქმეები ერთად გაატარეს და „ბელ-ეირში“, 55 მილიონ დოლარად შეფასებული უზარმაზარი სახლი დაათვალიერეს. მათ თან ბენის შვილები, 13 წლის სერაფინი და 10 წლის სემუელი ახლდათ.

ვიდეო: ჯენიფერ ლოპესის სიხარულის ცრემლები და მწვანე ბრილიანტის ნიშნობის ბეჭედი – როდესაც საყვარელ მამაკაცზე მეორედ ქორწინდები

ფოტო: მოოქრული აბაზანა და განსაკუთრებული საძინებელი – ექსკურსია „ბენიფერის“ ახლადშეძენილ „სასიყვარულო ბუდეში“

ბუნებრივია, 52 წლის ჯეი ლოს ახალი ნიშნობის ბეჭედი ამშვენებდა. მას საყვარელი მამაკაცის თეთრი პერანგი ეცვა. ჯერჯერობით უცნობია, რა ღირებულებისაა ჯენიფერის ახალი, მწვანე ბრილიანტის ნიშნობის ბეჭედი, არც ისაა ცნობილი, თუ როდის დაქორწინდება წყვილი, თუმცა თუკი დასავლურ მედიას დავეყრდნობით, „ბენიფერი“ თითქმის 18 წლის შემდეგ კვლავ ცდის დაქორწინებას და ამჯერად ჩვენ ჯეი ლოსა და ბენს საკურთხეველთან აუცილებლად ვიხილავთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები