LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პოპის ორი დედოფალი“ – გამოჯანმრთელებული მადონა ბიონსეს კონცერტს დაესწრო

189
page

ბიონსეს ტურნე, Renaissance ტრიუმფით მიმდინარეობს. ამჯერად მორიგი კონცერტი სრული ანშლაგით ნიუ-ჯერსიში, MetLife-ს სტადიონზე გაიმართა. მას არც მეტი არც ნაკლები, პოპის დედოფალი, მადონა დაესწრო. შოუზე მადონა თავის შვილებთან ერთად მივიდა და პერფორმანსის შემდეგ ბიონსესა და მის უმცროს ქალიშვილთან, რუმისთან ერთად ფოტოც გადაიღო. ინსაიდერების  განცხადებით, მადონა აღფრთოვანებული დარჩა ბიონსეს შოუ-პროგრამით.

ცნობისთვის, მადონა გასულ თვეს მადონა მწვავე ინფექციით საავადმყოფოში, უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს, თუმცა ის ახლა თავს კარგად გრძნობს.

„ამ ლუქებით ისტორიას წერს“ – ბიონსეს უახლესი შოკისმომგვრელი ფოტოები და ვიდეოები კონცერტიდან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები