LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქარდი ბიმ ,,ინსტაგრამი” გააუქმა (ფოტო)

wochit_20190212_cardib_284446_1280x720_1441419331980

ქარდი ბიმ ,,ინსტაგრამის” ექაუნთი წაშალა. ამერიკელი ჰიპ-ჰოპ შემსრულებლის ეს გადაწყვეტილება, მისკენ მიმართულ უარყოფით კომენტარებს უკავშირდება.

გაირკვა, რომ მას შემდეგ, რაც 26 წლის ვარსკვლავი ,,გრემიზე” ,,საუკეთესო რეპ ალბომის” ნომინაციაში გამარჯვებულად დასახელდა და პირველი სოლო ქალი რეპერი გახდა, რომელმაც ამ კატეგორიაში მოიგო, ის კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს.

ინტერნეტმომხმარებლები აღნიშნავდნენ, რომ ახალგაზრდა არტისტი მიღებულ ჯილდოს არ იმსახურებდა, რამაც Offset-ის მეუღლე აღაშფოთა.

ვიდეოში, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, გაბრაზებული ქარდი ,,ჰეითერებს” პასუხობს და დისკზე მუშაობის პროცესს საკმაოდ მძიმესა და რთულს უწოდებს.

https://twitter.com/musicnewsfact/status/1095069904078725120?ref_src=twsrc%5Etfw%7Ctwcamp%5Etweetembed%7Ctwterm%5E1095069904078725120&ref_url=https%3A%2F%2Fwww.thefader.com%2F2019%2F02%2F12%2Fcardi-b-instagram-grammys

შეგახსენებთ, რომ ქარდი ბის სადებიუტო სტუდიური ალბომი Invasion of Privacy გასული წლის 5 აპრილს გამოვიდა. ფირფიტა, ამერიკის ხმისჩამწერი აკადემიის უმაღლესი პრემიით დაჯილდოების რიგით 61-ე ცერემონიალზე, ,,წლის ალბომის” ნომინაციაში გამარჯვებისთვისაც იბრძოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები