LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიანა მშობიარობის შემდეგ კიდევ უფრო გალამაზდა – წყვილის პირველი გამოჩენა ვაჟის შეძენის შემდეგ

555
Untitledsdf

34 წლის რიანა მშობიარობის შემდეგ საქმროსთან  ერთად საზოგადოების წინაშე პირველად გამოჩნდა. ის და  A$AP Rocky ნიუ-იორკში, რესტორანში სავახშმოდ მიმავალნი გადაიღეს. ბარბადოსელი ლამაზმანი შვილის გაჩენის შემდეგ კიდევ უფრო გალამაზებულია.

არტისტს მბზინავი კორსეტი და ტყავის მოსასხამი ამშვენებდა, ფეხზე კი კლასიკური ფეხსაცმელი ეცვა. ამ დრომდე უცნობი რჩება წყვილის პირველი შვილის სახელი, რიანას ვაჟის ფოტო სოციალური ქსელის მეშვეობით ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.

მშობიარობის შემდეგ რიანა ძალიანაა შეცვლილი – ვაჟის გაჩენის შემდეგ არტისტი საზოგადოების წინაშე პირველად გამოჩნდა

ფოტო/ვიდეო: მარმარილოს ქანდაკება არტისტის ნაცვლად – მეტროპოლიტენის მუზეუმში ორსული რიანას ძეგლი დადგეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები