რიდლი სკოტის ახალი ფილმის, „ნაპოლეონის“ პირველი „თრეილერი“ გავრცელდა. მთავარ როლს ფილმში ხოაკინ ფენიქსი ასრულებს.
აღსანიშნავია, რომ ფილმი საფრანგეთის იმპერატორის ისტორიასა და ტახტისკენ მიმავალ გზაზე და აგრეთვე ნაპოლეონისა და მისი მეუღლის, ჟოზეფინას ურთიერთობაზე გვიამბობს, რომელსაც ვანესა კირბი ასრულებს.
როგორც ირკვევა, ფილმის მიზანი ნაპოლეონის ეპიკური ბრძოლების აღბეჭდვა და ასევე მისი სტრატეგიულობისა და ამბიციურობის წარმოჩენაა.
ფილმის პრემიერა 23 ნოემბერს შედგება.
რიდლი სკოტი „ნაპოლეონის“ პირველ კადრს ავრცელებს
მეორე „ოსკარი“ გზაშია – ხოაკინ ფენიქსი რიდლი სკოტის ფილმში ნაპოლეონის როლს შეასრულებს