რამდენიმე დღის წინ, ვენსან კასელმა და მისმა მეუღლემ, ტინა კუნაკიმ მსოფლიოს ორი სხვადასხვა წერტილიდან ფოტოები გაავრცელეს. ვენსანი ბრაზილიის სანაპიროდან ეხმიანებოდა „ინსტაგრამ“ გამომწერებს, ამ დროს კი ტინა ევროპაში იმყოფებოდა. ფოტოებს გარჩევები მოჰყვა, კომენტარებში აღნიშნავდნენ იმ ფაქტს, რომ წყვილმა შობა ცალ-ცალკე აღნიშნა.
და აი, გვინდა დაგამშვიდოთ და გითხრათ, რომ ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელი წყვილი ერთადაა. ტინამ ვენსანს ბრაზილიაში ჩააკითხა. რამდენიმე საათის წინ მოდელმა სანაპიროზე გადაღებული ფოტოები გაავრცელა. მას გრძელი, ყავისფერი ქვედაბოლო და ტოპი აცვია.
„მთვარის შუქი, ზღვა, როგორ მომნატრებია“, – ასე დაასათაურა ფოტოები ტინამ, რომლებიც ცხადია ვენსანის გადაღებულია.
„არ ვიცი ხვალინდელი დღე დადგება თუ არა“ – ვენსან კასელმა და ტინა კუნაკმა შობა ცალ-ცალკე გაატარეს
ვიდეო: ტინა კუნაკისა და ვენსან კასელის უახლესი ფოტოები პარიზიდან