LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ტინა კუნაკისა და ვენსან კასელის უახლესი ფოტოები პარიზიდან

292
page

პარიზში Jacquemus Le Raphia-ის ჩვენება გაიმართა, რომელსაც უამრავი ვარსკვლავი დაესწრო, მათ შორის იყვნენ, პამელა ანდერსონი, ირინა შეიკი, სოფი მარსო და ჰოლივუდის ერთ-ერთი ფავორიტი წყვილი, ვენსან კასელი და ტინა კუნაკი. ცხადია, სწორედ მათ მოახერხეს საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების მიპყრობა. ისინი ფოტო ობიექტივის წინაშე ხელიხელჩაკიდებული პოზირებდნენ, ერთმანეთს უღიმოდნენ და საოცრად მხიარულად გამოიყურებოდნენ.

ამ დღეს ვენსანს ყოველდღიური ტანისამოსი, ჯინსის შარვალი და ლურჯი მოსაცმელი ეცვა. რაც შეეხება 25 წლის მოდელს, ტინა როგორც ყოველთვის განსაკუთრებული „ლუქით“ გამოჩნდა, მას ვარდისფერი, ფოჩებიანი „ბრა“ და მუქი ვარდისფერი ქვედაბოლო ამშვენებდა, მუცელი კი მოშიშვლებული ჰქონდა.

თუმცა, მაინც გამოჩნდნენ ისეთი ადამიანები, რომლებმაც კუნაკის ჩაცმულობა დაიწუნეს.

„წყვილი კარგია და აი ტინას კაბა…“, „ამჯერად ტინას ფანტაზიამ ვერ გაამართლა“, –  წერენ კომენტარებში.

თინა კუნაკი ვენეციაში, „ემილიო პუჩის“ რეტრო კაბაში, ვენსან კასელთან ერთად გამოჩნდა

„7 წელი ერთად“ – ვენსან კასელმა ტინა კუნაკთან ერთად ყოფნის იუბილე ფოტოთი და ემოციური სიტყვებით აღნიშნა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები