52 წლის კეტრინ ზეტა-ჯონსი და 77 წლის მაიკლ დუგლასი დიდ ბრიტანეთში იმყოფებიან. კეტრინმა „ინსტაგრამ“ მომხმარებლებს პატარა ვიდეო გაუზიარა, სადაც მეუღლესთან ერთად სანაპიროზე სეირნობს. ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე მყარი წყვილი არდადეგებით ტკბება.
აღსანიშნავია, რომ „პოსტს“ დიდი გამოხმაურება მოჰყვა, გამომწერებს არ გამორჩენიათ ის ფაქტი, რომ ზეტა-ჯონსი უმაკიაჟოდ იყო და სხვანაირად გამოიყურებოდა.
„წლები შეეტყო, რა სხვანაირად გამოიყურება“, „როგორ შეიცვალა“, – წერენ კომენტარებში.
ცნობისთვის, წყვილმა გასულ თვეს ქორწინების 21-ე იუბილე აღნიშნა. მაიკლ დუგლასმა ემოციური ვიდეო გაავრცელა, სადაც ნეფე-პატარძლის პირველი ცეკვაა აღბეჭდილი.
მაიკლ დუგლასი კეტრინ ზეტა-ჯონსთან ქორწინების 21-ე იუბილეს ემოციური ვიდეოთი აღნიშნავს
თავდავიწყებული როკვა – კეტრინ ზეტა-ჯონსი 77 წლის მაიკლ დუგლასთან ცეკვის ვიდეოს ავრცელებს