რამდენიმე დღის წინ ინტერნეტსივრცეში სენსაციური ინფორმაცია გავრცელდა. The Sun-ის ცნობით, ირინა შეიკსა და კანიე უესტს რომანი აქვთ. ამ დრომდე ცნობილი მუსიკოსისა და სუპერმოდელის რომანის ოფიციალური დასტური არ არსებობს.
კანიე უესტსა და ირინა შეიკს რომანი აქვთ – დასავლური მედია
ახლახანს ახალი დეტალები გახდა ცნობილი. „დეილი მეილი“ სტატიას აქვეყნებს სახელწოდებით: „სანამ ირინა შეიკი და კანიე უესტი პაემანზე იმყოფებიან, ბრედლი კუპერი ქალიშვილს ასეირნებს“.
აღნიშნულ თემას ინტერნეტსივრცეში აქტიურად განიხილავენ. ინსაიდერების ცნობით, 43 წლის კანიე და 35 წლის ირინა ერთმანეთს საიდუმლოდ ხვდებიან. „ფაქტია, მათ ერთმანეთის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი და საოცრად თბილი დამოკიდებულება აქვთ“, – წერს ინსაიდერი.
„არა, ბრედლის შემდეგ შეიკი კანიესთან ვერ იქნება“, „კიმ კარდაშიანის რეაქცია გვანახეთ“, – წერენ კომენტარებში.
ცნობისთვის, ირინა შეიკი და კანიე უესტი ერთმანეთს 2010 წლიდან იცნობენ. შეიკი მონაწილეობდა უესტის კლიპშიც Power. ამ დროის განმავლობაში არაერთხელ აღუნიშნავთ, რომ უესტსა და შეიკს საოცრად თბილი დამოკიდებულება აქვთ ერთმანეთთან.