შაკირამ ახალი სინგლი, სახელწოდებით Acróstico გაავრცელა, რომელიც თავის ვაჟებს, საშასა და მილანს მიუძღვნა. ნამუშევრის ტექსტი აბრევიატურებისგან შედგება, თითოეული სტრიქონის პირველი ასო ბავშვების ინიციალებს აღნიშნავს.
შაკირამ ახალი სიმღერა შვილებს მიუძღვნა
ახლახან კი არტისტმა „ინსტაგრამზე“ ვიდეო და ემოციური პოსტი გაავრცელა. ახალ სიმღერას შაკირასა და ჟერარ პიკეს უმცროსი შვილი, საშა, დედასთან ერთად ტკბილად ასრულებს.
„მიმდინარე წელს მილანმა სიმღერები დაწერა, ამ სიმღერებზე მე ბევრი ვიტირე. საშა კი საათობით იჯდა ფორტეპიანოსთან და მღეროდა. ისინი სტუდიაში ჩემთან ერთად იყვნენ და როცა ეს სიმღერა მოისმინეს, მთხოვეს, ჩაწერაში მონაწილეობა მათაც მიეღოთ. მსიამოვნებს, როცა ვუყურებ, თუ როგორ შლიან ისინი ფრთებს. არაფერი მანიჭებს სიამოვნებას ისე, როგორც მათი დედობა“, – წერს შაკირა.
პირველად „ბილბორდის“ ისტორიაში – შაკირას „წლის ლათინო ქალის“ წოდება მიენიჭება