LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ტინა ბევრჯერ დამეხმარა, როდესაც ახალგაზრდა ვიყავი და ამას არასდროს დავივიწყებ“ – მიკ ჯაგერი ტინა ტერნერს ემშვიდობება

152
Untitled.pngfdfd

მსოფლიო 8 „გრემის” მფლობელ არტისტს,  როკ-ენ-როლის დედოფლად წოდებულ, ტინა ტერნერს გლოვობს. ლეგენდარული მომღერალი 83 წლის ასაკში, საკუთარ სახლში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.

„მე რეალობას ვერ ვიღებდი“ – ტინა ტერნერის უკანასკნელი პოსტი „ინსტაგრამზე“

ხანგრძლივი ავადმყოფობა, მეუღლის მიერ გადანერგილი თირკმელი და შვილის გარდაცვალება – ნახეთ ტინა ტერნერის უკანასკნელი ფოტოები

სოციალურ ქსელში არტისტის კოლეგებმა და მეგობრებმა გამოსათხოვარი პოსტები გაავრცელეს. ტინა განსაკუთრებულად გაიხსენა  The Rolling Stones -ის ფრონტმენმა, მიკ ჯაგერმა,

„ძალიან დამამწუხრა ჩემი არაჩვეულებრივი მეგობრის, ტინა ტერნერის დაკარგვამ. ის ნამდვილად ნიჭიერი მომღერალი და შემსრულებელი იყო. თბილი, მზრუნველი და მხიარული ადამიანი გახლდათ. ტინა ბევრჯერ დამეხმარა, როდესაც ახალგაზრდა ვიყავი და ამას არასდროს დავივიწყებ“, – წერს ჯაგერი და ფოტოების სერიას ავრცელებს.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Mick Jagger (@mickjagger)

ცნობისთვის, 1985 წელს ჯაგერი და ტინა ტერნერი ლონდონის Wembley-ის სტადიონზე აუდიტორიის წინაშე ერთად წარდგნენ და არაერთი ჰიტი შეასრულეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები