ვენეციაში თანამედროვე ხელოვნების მორიგი „ბიენალე“ გაიხსნა. სტუმრებს შორის გახლდათ ვენსან კასელი ახალგაზრდა მეუღლესთან, ტინა კუნაკისთან ერთად. ვენეციის ქუჩებიდან ჩვენ უკვე წყვილის არაერთი შთამბეჭდავი ფოტო ვიხილეთ.
ფოტო: კასელი-კუნაკის ვნებათაღელვა ვენეციაში
ამჯერად ტინა და ვენსანი „ვალენტინოს“ კრეატიული დირექტორის, პიერ პაოლო პიჩოლის მიერ ორგანიზებულ საღამოზე გამოჩნდა. 55 წლის კასელს შავი კოსტიუმი ეცვა, ორ ბორტიან პიჯაკს მსახიობმა „შლაქსის“ სტილის შარვალი შეუხამა. 25 წლის ტინა კი საოცრად გამოიყურებოდა ჟოლოსფერ სამეულში. წყვილის იდენტური ლუქით გამოჩენამ საღამოზე დამსწრე საზოგადოების დიდი აღფრთოვანება დაიმსახურა.
„როდესაც ვენსანი დავინახე, მივხდი რომ ის ჩემი ბედი იყო“ – ტინა კუნაკის ინტერვიუ და უახლესი ფოტოები