LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უარი სიმღერაზე Back In The СССР და უკრაინის უზარმაზარი დროშა „გლასტონბერის“ ფესტივალზე – პოლ მაკკარტნის არნახული მხარდაჭერა უკრაინას

144
Untitledddg

„გლასტონბერის“ ფესტივალმა ფურორით ჩაიარა. მისი ერთ-ერთი მთავარი ჰედლაინერი 80 წლის პოლ მაკკარტნი გახლდათ, რომელიც ისტორიაში შევიდა, როგორც ფესტივალის ყველაზე უხუცესი წარმდგენი.

80 წლის პოლ მაკკარტნი „გლასტონბერის“ ფესტივალზე გამოვა და ისტორიაში შევა როგორც ფესტივალის ყველაზე უხუცესი ჰედლაინერი

ლეგენდარული Beatles-ის წევრმა ჰიტი Hey Jude შეასრულა, მაყურებელთა მქუხარე აპლოდისმენტების შემდეგ ის სცენაზე უკრაინის უზარმაზარი დროშით დაბრუნდა და ქვეყანას მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა.

ცნობისთვის, გასულ კვირას პოლ მაკკარტნიმ თავისი რეპერტუარიდან სიმღერა Back In The СССР ამოიღო. აღნიშნულ კომპოზიციას მუსიკოსი აღარასდროს შეასრულებს.

Imagine Dragons-ის ვოკალისტი დენ რეინოლდსი ვენაში გამართულ კონცერტზე საქართველოსა და უკრაინის დროშებით გამოჩნდა

ვიდეო: ბილი აილიშმა კონცერტზე უკრაინის დროშას აკოცა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები