LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვერდიქტი გამოტანილია – რიკი მარტინის პირველი კომენტარი სასამართლო პროცესის შემდეგ

632
page

რიკი მარტინის ცხოვრება ბოლო ორი კვირის განმავლობაში თავდაყირა დადგა. მას 21 წლის ძმისშვილი ინცესტსა და სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდა. სასამართლო პროცესი პუერტო-რიკოში გაიმართა, მას 50 წლის არტისტი „ზუმის“ საშუალებით დაესწრო.

როგორც ირკვევა, 21 წლის დენის სანჩესმა საჩივარი ბოლო მომენტში გამოიტანა და საკუთარი ბრალდებები უარყო. მას ფსიქიკური პრობლემები აქვს, ამიტომ აღნიშნულის საქმე დახურულია, რიკი მარტინი კი გამართლებული.

ვერდიქტის გამოტანის შემდეგ, მარტინმა საზოგადოებას მიმართა და მეგობრებს მხარდაჭერისთვის დიდი მადლობა გადაუხადა.

„ბოლო ორი კვირა ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ურთულესი გამოდგა, ამ სიტუაციაში ჩავარდნას არავის ვუსურვებ. ახლა, როცა ყველაფერი გაირკვა, მინდა ვთქვა, რომ მე იმ ადამიანს ცუდს არ ვუსურვებ. მსურს, რომ ახალი ფურცლიდან დაიწყოს ცხოვრება. ყველას დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა რიკიმ.

„ეს ადამიანი შეურაცხადია“ – რიკი მარტინის სასამართლო იწყება

რიკი მარტინს ძმისშვილთან რომანში ადანაშაულებენ – მომღერალს 50 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

„მცემდა“ – მამაკაცი, რომელიც თავს რიკი მარტინის შეყვარებულად ასაღებს, ვარსკვლავს სასამართლოში უჩივის

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები