ჰოლივუდში, Fashion Trust U.S. Awards გაიმართა. ღონისძიებაზე ისეთ ცნობილი სახეები გამოჩნდნენ, როგორებიც არიან: კეიტ ბეკინსეილი, ალესანდრა ამბროსიო, ჰაიდი კლუმი, სიარა და დემი მური. 60 წლის მსახიობს თან შუათანა ქალიშვილი, სკაუტ უილიამსი ახლდა, რომელმაც ღონისძიებაზე გიტარის თანხლებით სიმღერაც კი შეასრულა.
თავად დემი ბრწყინვალედ გამოიყურებოდა, მას გრძელი, მწვანე, კაბა ამშვენებდა, რომელსაც მან „ჟივენშის“ შავი, ხელოვნური ბეწვის ქურქი შეუხამა.
მოგვიანებით მსახიობმა ვიდეო და ფოტოები „ინსტაგრამზეც“ გაავრცელა.
როცა 60 წლის ხარ და ახალი წელი ბავშვივით გიხარია – დემი მურის ფოტო თოვლიანი კურორტიდან
კარზე მომდგარი 60 წელი და სრულყოფილი, მოშიშვლებული ფეხები – დემი მური ცხელ ფოტოებს გვიზიარებს