როგორც ცნობილია, კანიე უესტი და მისი მეუღლე, ბიანკა ჩენსორი დუბაიში იმყოფებიან. კანიემ კონცერტი გამართა, სადაც ახალი სიმღერა Vultures შეასრულა, რომელიც ინტერნეტსივრცეში უკვე ძალიან სკანდალურად შერაცხეს.
ვიდეო: „მე რა ანტისემიტისტი ვარ?“ – კანიე უესტმა დუბაიში თავისი ახალი სკანდალური სიმღერა შეასრულა
ამჯერად ეპატაჟური წყვილის მორიგი ფოტოები გავრცელდა. კანიე და ბიანკა წვეულებაზე იმყოფებოდნენ. ამ დღეს უესტს ტყავის შავი ლაბადა ეცვა, ბიანკა კი ბეწვიან ქუდსა და ძალიან მოკლე კაბაში იყო გამოწყობილი. მის „ლუქს“ რბილი სათამაშო ასრულებდა, რომელიც ბიანკამ მთელი საღამოს განმავლობაში ხელით ატარა.
ქვედაბოლო ეგვიპტურ სტილში და ფოჩებიანი „ჩუსტები“ – კანიე უესტისა და ბიანკა ჩენსორის მორიგი გამოჩენაა