ლონდონში Green Day-ის კონცერტზე გაიმართა. კოლექტივის ფრონტმენმა, ბილი ჯო არმსტრონგმა პერფორმანსის დროს აშშ-ში აბორტის კონსტიტუციური უფლების გაუქმება გააპროტესტა და განაცხადა, რომ ამერიკის მოქალაქეობაზე უარს ამბობს.
„შევე*ი ამერიკას, აშშ-ის მოქალაქეობაზე უარს ვამბობ და საცხოვრებლად აქ გადმოვდივარ. ამ გადატრიალებაზე პასუხისმგებელნი მოსამართლეები არიან“, – განაცხადა არტისტმა.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ახალი კანონი მიიღო, ახლა უკვე ცალკეულ შტატს თავად ექნება უფლება გადაწყვიტოს, დაშვებული იქნება თუ არა აბორტი. 1973 წლის ხელშეკრულება ქალებს საკუთარი სურვილით აბორტის გაკეთების კონსტიტუციურ უფლებას აძლევდა. აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ, ქუჩაში ყოველდღიურად დემონსტრაციები იმართება.
#GreenDay #RoeVWade #hellamegatour
billie joe’s statement on roe vs wade at london hella mega tour last night pic.twitter.com/6cJx4oa6I1— oz | taught awsten wonderwall (@armstr0ngtyler) June 25, 2022