40 წლის კიმ კარდაშიანი საზოგადოების დაცინვის ობიექტი კვლავ გახდა. საქმე ისაა, რომ კალაბასასში მოსული სეტყვა კიმს თოვლი ეგონა. ბუნების მოვლენით გაოცებულმა კიმმა „ინსტაგრამზე“ ფოტოები და ვიდეოები გაავრცელა, რომლებშიც სეტყვას თოვლს უწოდებს. სოციალურ ქსელებში სახალისო კომენტარები გაჩნდა. კიმს კვლავ აკრიტიკებენ.
„ტვინი სად აქვს“, „ასეთი გაუნათლებელი როგორ უნდა იყო“, „შვილებს რა უნდა ასწავლოს“, „კიდევ კარგი ნაყინი არ ეგონა“, – არ წყდება კომენტარები.
„30 სამსახური მაქვს, მაგრამ არცერთი მათგანი არ არის მეტეოროლოგიური ბიურო“, – ასე გაიმართლა თავი კარდაშიანმა.
https://www.youtube.com/watch?v=G_cPnVnFAAM


