სემ სმიტისთვის ბარიერები აღარ არსებობს. 30 წლის არტისტი ისე იცვამს, როგორც სურეს და მისი თითოეული გამოჩენა ეპატაჟურია. ამჯერად მან ქუჩაში ვიდეოს გადაღება გადაწყვიტა. ჩაიცვა გრძელი შავი კაბა, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და ცოტა ხნის წინ გამოშვებული სიმღერის, I’m Not Here To Make Friends ფონზე, ელეგანტური სიარულის მანერით გაიშრიალა.
სახალისო იყო ქუჩაში მდგარი პოლიციელის სახე, რომელიც მრავალი მუსიკალური ჯილდოს მფლობელ არტისტს, გაოგნებული სახით უცქერდა.
„შეხედეთ პოლიციელის რეაქციას!“, „უმაგრესი ხარ სემ“, „ვგიჟდებით შენზე“, – უწერენ აღფრთოვანებული გულშემატკივრები.
ფოტო/ვიდეო: „ყველაზე სკანდალური ფოტოსესია“ – სემ სმიტი Perfect Magazine-ის გარეკანზე
„წლის ლუქი“ – სემ სმიტი მსოფლიოს გაოცებას არ წყვეტს
„საუკეთესო პოპ-დუეტის“ კატეგორიაში გამარჯვებულმა სემ სმიტმა „გრემის“ დაჯილდოებაზე ყველა დაჩრდილა