ილონ მასკი რამდენიმე კვირის წინ სენ-ტროპეს სანაპიროზე, 27 წლის მსახიობ, ნატაშა ბასეტთან ერთად გადაიღეს. ინსაიდერების ცნობით, მათ რომანი აქვთ. თუმცა, მასკმა უკანასკნელ ვოიაჟზე მეგობარი გოგონა თან არ წაიყვანა. ის უქმეებს მიკონოსზე, მეგობრებთან ერთად ატარებს. მილიარდერი მაშინ დააფიქსირეს, როდესაც იახტაზე ვისკის მიირთმევდა. მასთან ერთად სარა სატაუდინგერი და მისი ახალი მეუღლე იმყოფებოდნენ.
მედიაში ეჭვები გაჩნდა იმის შესახებ, რომ ილონი მეგობარ გოგოს დაშორდა და ახლა კვლავ პარტნიორის ძიებაშია.
საუზმე მილიარდერთან – 50 წლის ილონ მასკი და 27 წლის ნატაშა ბასეტი სენ-ტროპეს სანაპიროზე ნებივრობენ