ჯონ ტრავოლტას ძალიან ტრაგიკული ცხოვრება აქვს გამოვლილი, მას ორი წლის წინ მეუღლე, კელი პრესტონი 57 წლის ასაკში გარდაეცვალა, მიზეზი მკერდის კიბო გახდა, რომელსაც მსახიობი 2 წლის განმავლობაში ებრძოდა. მასთან ერთად იბრძოდა ჯონიც, ის მეუღლეს ბოლომდე ედგა მხარში.
ჯონ ტრავოლტას მეუღლე გარდაიცვალა
„ძალიან გვიყვარხარ და გვენატრები“ – ჯონ ტრავოლტა გარდაცვლილ ცოლზე საუბრისას ატირდა
თუმცა, ჯონს მანამდე შვილიც გარდაეცვალა, ეს მოხდა 2009 წელს. 16 წლის ჯეტს „კავასაკის სინდრომი“ ჰქონდა, ის მისგან გამოწვეული ეპილეფსიის შეტევის შედეგად დაიღუპა.
ახლახან, ჯეტს 30 წელი შეუსრულდებოდა, ვაჟის სიმბოლურ იუბილეს ჯონმა ფოტო და ემოციური სიტყვები მიუძღვნა:
„ჩემო ძვირფასო ჯეტ, მე შენ ისე მენატრები, რომ ამის გამოსახატავად სიტყვები არ მყოფნის, ყოველდღე შენზე ვფიქრობ, დაბადების დღეს გილოცავ, სიყვარულით, შენი მამა“.
„ჩვენ გვეძინა, ხმაური გავიგე და მაშინვე ჩემი შვილის ოთახისკენ წავედი, მასთან უკვე ექთნები იყვნენ. ისინი ჯეტის გადარჩენას ცდილობდნენ, რომელიც კრუნჩხვაში იყო. მე ხელოვნური სუნთქვის ჩატარება დავუწყე, გულს ხელით ვუმასაჟებდი… ჯეტს ხშირად ჰქონდა ასეთი კრუნჩხვები, თუმცა ეს მისთვის ბოლო აღმოჩნდა“, – იხსენებს ტრავოლტა ერთ-ერთ ინტერვიუში.