LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დუოს შექმნა და ჩვენი სიყვარულის ისტორიაც ერთად დაიწყო” – ,,აკუპარა’’ სტუმრად After-ში

6
50943321_465113040690915_8429370486634315776_n

გადაცემა After-ის სტუმარი ბელორუსიული დუო მინსკიდან, ,,აკუპარა’’ იყო.

რას ნიშნავს და რამდენი წლისაა ,,აკუპარა’’?

– ინდური მითოლოოგიის თანახმად, ადამიანებს სწამდათ, რომ დედამიწა ეჭირა ოთხ სპილოს, რომლებიც იდგნენ ზღვის დიდ კუზე, რომლის კუდს ერქვა ,,აკუპარა’’. პროექტი 2 წელს ითვლის და კვირაში 1 ლაივს ვმართავთ მინსკში.

საქართველოში ჩამოსვლის მიზეზი რა არის?

– პირველად ვართ თბილისში. ჩვენი კომფორტის ზონიდან გამოვედით და ჩვენივე სურვილით ჩამოვედით. იმდენად კომფორტული აღმოჩნდა ჩვენთვის აქაურობა, რომ ვაპირებთ სულ მალე აქ პროექტი გავაკეთოთ.

რამდენი ხნით აპირებთ აქ ყოფნას და სადმე თუ გეგმავთ დაკვრას?

– მინიმუმ 2 თვე დავრჩებით და ძალიან ბევრ ,,ივენთს’’ ვგეგმავთ.

 

როგორ შეიკრა თქვენი დუო?

– დუოს შექმნა და ჩვენი სიყვარულის ისტორიაც ერთად დაიწყო.

საიდან გაიგეთ საქართველოს შესახებ?

– მინსკში ვუკრავდი ორჯერ ,,სტიმჰოლტთან’’ ერთად. სწორედ მისგან დავინტერესდი თქვენი ქვეყნით.

წარმატებებს გისურვებთ!

გადაცემის აუდიოჩანაწერი:

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები