LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიტიკა

აქცია რუსთაველის გამზირზე

შსს – რუსთაველის გამზირზე აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს – სამართალდამცველებმა გამოიყენეს კანონით დადგენილი სპეციალური საშუალებები

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, არ განახორციელონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები და დაემორჩილონ სამართალდამცველთა მითითებებს“
სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტი – „ძალიან მაგარია საქართველო, ჩანს, რომ არავინ არის მზად, შეეგუოს გარუსებულ საქართველოს – მივმართავ სამართალდამცავებს, არ აწიოთ ხელი მოქალაქეებზე“

„არაფერი ხდება არც რუსთაველზე, არც სხვა ქალაქებში, რაც თქვენს ჩართულობასა და დარბევას მოითხოვს“

მამუკა მდინარაძე – ნუ წვალობთ, არც ბოდიშების შემოთვლაა საჭირო, თავისუფლად დაპოსტეთ, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია! საქართველო ევროპაა, ქრისტიანული და ღირსეული ევროპა და ვერავინ გადაუხვევს ამ გზიდან!

მანვე მოუწოდა საზოგადოებას საკუთარ თავს კითხონ, რა ხდება სინამდვილეში, ვინ და რა სისუსტით მოახერხა მათი დაბულინგება.

მამუკა მდინარაძე: 16 დეკემბერს იგეგმებოდა არეულობის მოწყობა იმაზე დაყრდნობით, რომ ევროკომისიას უარი უნდა ეთქვა საქართველოსთვის მოლაპარაკების გახსნაზე

16 დეკემბერს დადონ დოკუმენტი, რომლითაც იხსნება მოლაპარაკებები და ჩვენ, რა თქმა უნდა, არც კი დავფიქრდებით ხელს მოვაწერთ მას“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
რობინ დანიგანი

აშშ-ის ელჩი: „მტკიცედ მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“, გადახედოს საკუთარ ქმედებებს და დააბრუნოს საქართველო ევროკავშირის, დასავლური ინტეგრაციისა და დემოკრატიის გზაზე, რაც ქვეყნის მოსახლეობის მკაფიო უმრავლესობის სურვილია“

მოსამართლეების ნაწილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს: „ჩვენი კონსტიტუციური მოვალეობაა, საკუთარი პოზიციის ხმამაღლა დაფიქსირება კანონის უზენაესობის ჭრილში, ადამიანის უფლებების დასაცავად და ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად“

როგორც მათ განცხადებაშია აღნიშნული, ისინი ძალადობას გმობენ და ემიჯმებიან ნებისმიერ გადაწყვეტილებას და ნაბიჯს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან წინააღმდეგობაში მოდის.
თეა მაისურაძე

საქართველოს ელჩი ჩეხეთში: „ერთგული ვრჩები საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის, მას ალტერნატივა არ აქვს“

„დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტზე მეტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება დასავლელ მეგობრებთან, ჩვენს მოკავშირეებთან, ურთიერთობების გაღრმავებას და განმტკიცებას“ - წერს თეა მაისურაძე.

მამუკა მდინარაძე ევროკავშირზე: „დღის წესრიგში არ იქნება დაყენებული მოლაპარაკებების გახსნის საკითხი იმისათვის, რომ ეს თემა ვინმემ შანტაჟის იარაღად არ გამოიყენოს. თუ ასეთი გადაწყვეტილება მათი მხრიდან იქნება, დადონ მაგიდაზე და დღესვე მოეწერება ხელი!“

მისივე თქმით, ძალადობა დასაგმობი და კატეგორიულად მიუღებელია აბსოლუტურად ყველას მიმართ, ეს იქნება პოლიციელი, ჟურნალისტი თუ სხვა ნებისმიერი მოქალაქე.
ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე: „2030 წლისთვის საქართველო იქნება ყველა კანდიდატ ქვეყანაზე მეტად მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად, მოლაპარაკებების გახსნა არის ფორმალური გადაწყვეტილება, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებას არ აჩქარებს“

„მიუღებელია, რომ სრულიად არაფრისმომცემი მოლაპარაკებების გახსნის საკითხი ჩვენი ქვეყნის შანტაჟისა და საზოგადოების გახლეჩის ინსტრუმენტად გამოიყენება“ - ამბობს ირაკლი კობახიძე.

კახა კალაძე: „აბა, გაბედეთ ევროპაში ან ამერიკაში პოლიციელს ვინმე დაელაპარაკოს ისე, როგორც აქციის ზოგიერთი მონაწილე, ნახეთ, რას უზამენ, ძვლებში დაამტვრევენ – არ იფიქროთ, რომ დღეს შევარდნაძის დროინდელი ხელისუფლებაა“

„არავის არ აქვს უფლება, რომ პოლიციელს, რომელიც საზოგადოებრივ წესრიგს იცავს, მივიდეს, შეაგინოს, შეაფურთხოს, ბოთლები და ქვები ესროლოს, არავის არ აქვს ამის უფლება. ამას ყოველთვის შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.“

დმიტრო კულება :„თბილისის ქუჩებში მყოფებს: ამაყი ერი ხართ, იბრძოლეთ და გაიმარჯვეთ – არ მისცეთ უფლება მომავალი მოგპარონ“

მისი თქმით, სქემა ნათელია: ჯერ თავისუფლებას წაგართმევენ, მერე დაგიწყებენ ცემას, შემდეგ კეთილდღეობა ქრება და რუსეთი გშთანთქავს
ოთარ ბერძენიშვილი

„თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დავწერე“ – ბულგარეთში საქართველოს ელჩი

„ჩვენი დაუღალავი ძალისხმევა არ უნდა შეირყეს. არა, მშვიდობიანი მომიტინგეების თავისუფალი ნების წინააღმდეგ ძალადობას, სრული სოლიდარობა მათ“ - წერს ელჩი.

თინა ხიდაშელი: „კეკლუცის დრო არ არის – მოქმედების დროა დღეს! საქართველოს უახლესი ისტორია იწერება დღეს! ქართულმა ჯარმა ხალხი უნდა დაიცვას, საკუთარი მოსახლეობა და სამშობლო!“

„ამასობაში ამ ბრძოლას სტრუქტურა და ორგანიზება სჭირდება, არა უბრალოდ ლიდერი, ორატორი, არამედ ორგანიზებული წინააღმდეგობა.“
სახალხო დამცველი

ომბუდსმენი – რწმუნებულებმა მოინახულეს 11 პირი, რომელთაგან 9 იყო დაკავებული, 2-თან გასაუბრება ვერ მოხერხდა, მრავლობითი დაზიანებების გამო – გამოვლინდა სავარაუდო არასათანადო მოპყრობის 9 შემთხვევა, საიდანაც 3 ეხება ჟურნალისტებს

განცხადების თანახმად, სახალხო დამცველის წარმომადგენლები ამ წუთებშიც აგრძელებენ სხვა დაკავებულების მონახულებას, როგორც თბილისში, ისე დასავლეთ საქართველოში.