LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიტიკა

„დღესვე ვიწყებ აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველ გადახედვას“ – ენტონი ბლინკენი

ენტონი ბლინკენი „იმედოვნებს, რომ საქართველოს ლიდერები გადახედავენ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს.

აშშ საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში პასუხისმგებელ ან თანამონაწილე პირებზე და მათი ოჯახის წევრებზე სავიზო შეზღუდვების პოლიტიკას აცხადებს

ჯერჯერობით უცნობია, ინდივიდების სია, რომლებზეც შეზღუდვები გავრცელდება.

,,სახელი დაერქვა ყველაფერს. დიახ, ეს იყო ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების სიმულაცია, დემენციის სიმულაცია, დემოკრატიის შუქურობის სიმულაცია“ – მიხეილ სარჯველაძე

ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ, საბოლოოდ დაუსვა წერტილი, საკითხთან დაკავშირებით, სპეკულაციების არსებობას.

Politico – აშშ-ის სენატი საქართველოს პოლიტიკოსების წინააღმდეგ ორპარტიულ სასანქციო პაკეტს განიხილავს

გამოცემის თანახმად, იგი მიმართული იქნება საქართველოს უმაღლესი დონის პოლიტიკოსების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ქვეყნის ევროკავშირისკენ გზისთვის ძირის გამოთხრაში.

ანრი ოხანაშვილი – რადიკალური ოპოზიცია რომ ვინმეს ჰალუცინაციაზე იტყვის რამეს, ელანდებოდათ, რომ სააკაშვილი კვდებოდა და წამების მსხვერპლი იყო

„სტრასბურგის სასამართლომ ამხილა, რომ ყველა ეს განცხადება და საპროტესტო ნოტა, რომელიც ევროკავშირისგან მივიღეთ, აბსურდი იყო"

დიმიტრი ხუნდაძე: ჩვენმა დაუძინებელმა „მეგობრებმა“ გლობალური ომის პარტიიდან საქართველო ომში ვერ ჩაითრიეს, თავისუფლების მოედანზე „მაიდანი“ ვერ შექმნეს და ახლა პირდაპირ ღია მუქარაზე გადმოვიდნენ

ხუნდაძე აცხადებს, რომ ბევრი ბოლოდროინდელი ფაქტი უკვე ეჭვს იწვევს. მისივე თქმით, დროა, ყველა დაფიქრდეს და საქართველოს მხარეს დადგეს.

„გამაოგნებელია ამ კონტექსტში მკვლელობის მცდელობის მოყვანა, ნებისმიერ შემთხვევაში, რაიმე კონტექსტში ამ ფაქტის ხსენება გამაოგნებელია“ – შალვა პაპუაშვილი ირაკლი კობახიძის განცხადებაზე

„ნებისმიერ შემთხვევაში, რაიმე კონტექსტში მკვლელობის მცდელობის ფაქტის ხსენება გამაოგნებელია“ - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც პრემიერის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ირაკლი კობახიძე ევროკომისართან საუბრის დეტალებზე, მათ შორის მუქარაზე საუბრობს.
სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტის ადმინისტრაცია: „სალომე ზურაბიშვილმა ეუთო/ოდირის დირექტორთან რუსული კანონის მიღებით საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაზე შესაძლო შედეგები განიხილა“

„რუსული კანონის ვეტოზე საუბრისას საქართველოს პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ იგი ვეტოს დაადებს ყველა იმ კანონს, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს ევროინტეგრაციას და დემოკრატიულ განვითარებას“.

„თავს ვალდებულად ვთვლი, ვუთხრა, ვთხოვო, მოვთხოვო, შევეხვეწო „ქართული ოცნების“ დეპუტატებს, გადაირჩინონ თავიც და ქვეყანაც იხსნან საერთაშორისო იზოლაციისგან… ვუახლოვდებით უკიდურესად სახიფათო ზღვარს, ნუ დატოვებთ ქვეყანას რუსეთისა და ირანის ამარა” – „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრები ხელისუფლებას

„უკვე სრულიად ცხადია, რომ ევროკავშირი და ლურჯი დროშები ხელისუფლებისთვის მხოლოდ ფასადია - თავს ვალდებულად ვთვლი, ვუთხრა, ვთხოვო, მოვთხოვო, შევეხვეწო „ქართული ოცნების“ დეპუტატებს, გადაირჩინონ თავიც და ქვეყანაც იხსნან საერთაშორისო იზოლაციისგან!“ - აღნიშნულ მიმართვას სოციალურ ქსელში პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე თამარ ხულორდავა ავრცელებს.

ირაკლი კობახიძე: ხანგრძლივი შანტაჟის ფონზეც კი, გამაოგნებელი იყო მუქარა, რომელიც ერთ-ერთ ევროკომისართან სატელეფონო საუბრისას გაჟღერდა – ახსენა – „ხომ ნახეთ, ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო“

„ხაზს გავუსვამ იმასაც, რომ წინასწარი ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრზე თავდასხმის უკან იკვეთება ერთ-ერთი ქვეყნის სპეცსამსახურის კვალი, რომელიც გლობალურ ომის პარტიასთან განსაკუთრებით მჭიდროდ არის დაკავშირებული.“

„ჩვენ ყველანი ვიყავით მომსწრე იმ მრავალმინიონიანი კამპანიისა, რომელიც წარმოებდა ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ და რომელიც მიმართული იყო მსჯავრდებულ სააკაშვილის უკანონო გათავისუფლებისკენ, რომელიც, ასევე, მართული იყო ქვეყნის გარედან“- რატი ბრეგაძე სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

„საქართველოში სააკაშვილთან მიმართებით მართლმსაჯულება განხორციელდა ევროპული სტანდარტების სრული დაცვით“ – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ბერაია ბლინკენს: „შეშფოთებას სხვა ქვეყნებში მიმდინარე პროცესებზეც გამოხატავთ?“

„პირველ რიგში, ბატონ ენტონთან ეს კითხვა მექნებოდა და მის პასუხს მოვისმენდი. მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებდი, მის ამ შეშფოთებაზე კომენტარი გამეკეთებინა.“

„ოპოზიცია ჩემზე გაბუტულია… ქათამს თავს რომ მოაჭრი და დადის, ისე მოძრაობენ”- იაგო ხვიჩია ოპოზიციაზე

რა გეგმა აქვს ოპოზიციას და დაესწრებიან თუ არა სამშაბათის, პლენარულ სხდომას, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონზე პრეზიდენტის ვეტო უნდა განიხილონ? „გირჩის“ დეპუტატი, იაგო ხვიჩია ამბობს, რომ “გირჩი” სხდომას დაესწრება, თუმცა დანარჩენი ოპოზიციის გეგმებზე ინფორმაცია არ აქვს

„სისტემა იწყებს რღვევას… შოთაძის გაქცევა ნიშნავს იმას, რომ დიახ, ჩაძირული გემიდან, უფრო და უფრო მეტი ადამიანი გადაწყვეტს გაიქცეს“ – ანა ნაცვლიშვილი ირაკლი შოთაძეზე

„სისტემა რღვევას იწყებს" - ასე ეხმიანება "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი   ირაკლი შოთაძის მიერ საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობის დატოვებას.
სოზარ სუბარი

„დიახ, თქვენ თავს გვესხმით და ჩვენ თავს ვიცავთ“ – სოზარ სუბარი ენტონი ბლინკენს ღია წერილით მიმართავს

„პატივცემულ ენტონი ბლინკენს. ბატონო სახელმწიფო მდივანო, გწერთ შეშფოთებული პატარა საქართველოდან“

რატი ბრეგაძე: „სტრასბურგის სასამართლოში საქმე „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ ჩვენი სახელმწიფოს სრული გამარჯვებით დასრულდა!“

ამის შესახებ მინისტრი სოციალურ ქსელში წერს და იქვე მიუთითებს, რომ დეტალებზე მეტ ინფორმაციას, საზოგადოებას მალე შეატყობინებენ.