LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიტიკა

ვიდეო: „რატო არა ვარ მზად?.. მე საერთოდ საქართველოში ვისვენებ ყოველთვის“ – გრეტა წიწავას პასუხი კითხვაზე, არის თუ არა მზად სანქციებისთვის

„არ არის პრობლემა, თუ ჩემი ქვეყნის და ჩემი ოჯახის სიყვარულის გულისთვის ვინმე მასანქცირებს, დამასანქციროს“ - აცხადებს „ქართული ოცნების“ დეპუტატი.
„ქართული ოცნების“ განცხადება

„ქართული ოცნება“ – „არ ვაპირებთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტითა და უსაფრთხოებით ვაჭრობას.. სავიზო შეზღუდვებით შანტაჟი სხვა არაფერია, თუ არა საქართველოს დამოუკიდებლობის შეზღუდვის უხეში მცდელობა“

„ყველა, ვინც მონაწილეობს საქართველოს ევროპული მომავლის და დემოკრატიის განადგურების მცდელობაში, პირადად აგებს პასუხს“ – გიორგი გახარია

გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს, რომ „ივანიშვილი და „ოცნება“ მიზანმიმართულად უთხრის ძირს საქართველოს თანამშრომლობას მის სტრატეგიულ პარტნიორებთან.

ნინო წილოსანი: „თუკი საკითხი ასე დგას: ქვეყნის ინტერესების დათმობა ან სანქციები, პასუხი ერთმნიშვნელოვანია – ვამაყობ რომ ვემსახურები ჩემს ქვეყანას“

„ქართული ოცნების“ დეპუტატი და პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ნინო წილოსანი შშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
მამუკა მდინარაძე

„ქვეყნის დამოუკიდებლობა არანაირ ვიზაზე არ იყიდება. ამისთვის ვიზაზე უარი კი არა, სიკვდილზე წავსულვართ ქართველები, რომლებიც, როგორც ჩანს, ვერა და ვერ გაგვიცნეს!“- მამუკა მდინარაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან საუბრის დროს ევროკომისრის მხრიდან ჩვენი მისამართით იყო მინიშნება სლოვაკეთის პრემიერის ბედის გაზიარებაზე“

დავით კაჭარავა: „მთელ მსოფლიოში წარმოუდგენელი რაღაც ხდება… ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ასეთ მკვეთრ ქირურგიულ ჩარევებს არ მივიღებთ – კანონი მიღებულია, ვეტოს დავძლევთ“

„მთელ მსოფლიოში წარმოუდგენელი რაღაც ხდება - ლეგიტიმურად არჩეულ ხელისუფლებას აშანტაჟებენ და ემუქრებიან სანქციებით მხოლოდ იმის გამო, რომ გამჭვირვალეობის შესახებ კანონი მივიღეთ.“

„საქართველოში რუსმა მაღალჩინოსანმა შემოიტანა პაკეტი, რომლის თანახმად, რუსეთი თითქოს მზადაა, სამაჩაბლო და აფხაზეთი დააბრუნოს.. სინამდვილეში, მიზანია მოხდეს საქართველოს ანექსია“ – თაკო ჩარკვიანი

„არ მეგულება ჯანმრთელი მოაზროვნე ადამიანი, რომელიც ამ სისულელეში შეჰყვება ხელისუფლებას“, - აცხადებს ჩარკვიანი.
ლევან მგალობლიშვილი

„თუკი მე, ხუთი შვილის მამას ჩემს ქვეყანაში ღირსეულად გადაადგილება, ოჯახის სიწმინდის დაცვა და მრავალსაუკუნოვანი ქართული ტრადიციების დაცვა რომელიმე ქვეყანაში არწასვლის ფასად უნდა დამიჯდეს, შემირცხვენია ის ქვეყანა და იმ ქვეყნის პოლიტიკოსი, რომელმაც ამ დილემის წინაშე დამაყენა“ – ლევან მგალობლიშვილი 

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის ახალი პოლიტიკის განხორციელებას იწყებს

„არავის აქვს უფლება გარედან, მუქარის ენით ელაპარაკოს ჩემი ქვეყნის პრემიერს და მის მთავრობას, მით უმეტეს დაემუქროს ლიკვიდაციით! ჩვენ დავიცავთ ჩვენს პრემიერს“ – ზურა ხაჩიძე

„ჩვენ დავიცავთ ჩვენს პრემიერს, ჩვენს სამშობლოს და არ მოგცემთ საშუალებას ეს ქვეყანა გათელოთ“ - წერს ზურა ხაჩიძე.

ნინო წილოსანი: „ის პროცესები, რომელიც შტატებში პოლიტიკოსების მხრიდან არის ინიციირებული, მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთდამოკიდებულებას არ ასახავს“

„„რაც არ უნდა დაარქვან ამ ინიციატივას, ეს იქნება ქართველი ხალხის აქტი, მეგობრული აქტი, თუ სხვა პარტნიორული აქტი, აქტი, რომელიც მოიცავს მუქარას, შანტაჟს სანქციებით, გადაადგილების აკრძალვით და ა.შ. ნამდვილად, ვერ ჩაითვლება კეთილგანწყობილად.“
ირმა ზავრადაშვილი

ირმა ზავრადაშვილი: „ერთ სანქციებს როგორმე ჩვენც ავიტანთ, მზად ვართ ყველანაირი სანქციებისთვის, მეც და ჩემი ოჯახიც“

„მშვიდად იყავით, საქართველო გაიმარჯვებს.. სჯობს შეშფოთება იმაზე გამოთქვათ, რაც მუქარა იყო ჩვენი ქვეყნის პირველ პირთან დაკავშირებით“.
დიმიტრი ხუნდაძე

ხუნდაძე შესაძლო სანქცირებაზე: „ეს პასუხი მექნება – არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს, სხვა ქვეყნის სამოთხეზედა“

„ერთმნიშვნელოვნად შემიძლია გითხრათ, რომ 28 მაისს, საქართველოს პარლამენტი ქართულ კანონზე დადებულ არაქართულ ვეტოს მოხსნის და კანონი შევა ძალაში“
აშშ-ის სავიზო შეზღუდვის ახალი პოლიტიკა

„ეს არის აშშ-ის მხრიდან ქართველი ხალხის მხარდაჭერის მორიგი ნაბიჯი.. ბევრი უთმინეს, ბევრი რამ სცადეს და ბოლოს მივიდნენ იქ, საიდანაც უკან შემობრუნების გზა ივანიშვილს და მის რეჟიმს არ აქვს“ – ოპოზიცია აშშ-ის მიერ სავიზო შეზღუდვების პოლიტიკის გამოცხადებას აფასებს

აშშ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვას იწყებს და თუ ეს პროცესი ასე გაგრძელდა, „ოცნების“ რუსული ხელისუფლების გამო, საქართველო დაკარგავს მილიარდობით დოლარის დახმარებას“ - აცხადებს მამუკა ხაზარაძე.
კონგრესმენი ბილ კიტინგი

კონგრესმენი ბილ კიტინგი: „დღევანდელი განცხადება სავიზო შეზღუდვების და ორმხრივი ურთიერთობების გადახედვის შესახებ ქართველი ხალხის მიმართ ჩვენი ერთგულების ნიშანია“

ასე გამოეხმაურა კონგრესმენი ბილ კიტინგი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებას.