პოლიტიკოსი, დავით გამყრელიძე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ ხელისუფლებამ საკუთარი ქცევითა და განცხადებებით, აბსოლუტურ ჩიხში შეიყვანა საკუთარი თავი, საიდანაც გამოსავალი აღარ ჩანს.
„დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს პროკურატურის თითოეული თანამშრომელი თავდაუზოგავად გააგრძელებს წარმატებულ საქმიანობას პროკურატურის კიდევ უფრო მეტად განვითარებისთვის და გაძლიერებისთვის, ჩვენს ქვეყანაში კანონის უზენაესობის განმტკიცებისთვის“.
„ვენეციის კომისიის პრეროგატივა სამართლებრივი თემაა, ამით გამოირჩევა ის და სწორედ ამაზე იყო აქცენტი გაკეთებული ჩემი კოლეგების, იურისტების მხრიდან, რომ მათ შეფასებებში აცდენები იყო, რამაც გაგვაკვირვა“ - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნის შეფასებისას განაცხადა.
პრეზიდენტმა მიმდინარე პროცესების ფონზე, მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების მნიშვნელობაზე ისაუბრა, რაზეც დელეგაციამ აღნიშნა, რომ დღეს მათი ვიზიტი სწორედ საქართველოსადმი გამოხატული მხარდაჭერის ხაზგასმაა.
„საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ ცნობით, 2024 წლის 21 მაისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უვადოდ დანიშნა 21 მოსამართლე, რომლებიც 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით 2021 წლის 18 ივნისს გამწესდნენ.
„რა თქმა უნდა, ყველა აქციაზე, სადაც ახალგაზრდობა დგას, უნდა იყოს ზუსტად ის, რაც მოხდა, როდესაც 300 000 ადამიანი გამოვიდა - ე.ი ყველა თაობის ადამიანები გამოვიდნენ. ჩვენ ხომ ყველა ერთნაირად ვფიქრობთ ახლა. ჩამოვაშოროთ ესენი ხელისუფლებას, დავაბრუნოთ საქართველო ევროპულ გზაზე, შევიმუშაოთ ტექნიკური მთავრობა, გარდამავალი, ერთწლიანი, ორწლიანი და მერე ვარჩიოთ ჩვენი პარტიული განსხვავებები" - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა.
„იმ უცხოურმა ძალებმა დააწერინეს, რომლებიც პირდაპირ, გაცხადებულად უშვებენ აქ უცხოელებს, დიპლომატებს თუ უწყების წარმომადგენლებს და ეუბნებიან საქართველოს, რომ თქვენ უნდა დათმოთ სუვერენიტეტი“
„თქვენს ქვეყანაში გამართეთ ომი და მოაწყვეთ მეორე ფრონტი, საქართველოს შეეშვით, ჩვენ გვჭირდება მშვიდობა, მეგობრები და პარტნიორები“ - აღნიშნული განცხადება დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე გააკეთა.
„თუ მოხდება ვიზალიბერალიზაცია, თავისუფალი ვაჭრობა, პირდაპირი ფრენები, მივესალმებით - თუ ეს დამოკიდებულება იქნება და გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯები, მაშინ გამჭვირვალობის კანონის საჭიროება დღის წესრიგში არ დადგება“