LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველო არ გახდება ომისა და ბომბების ცვენის ადგილი“ – ნინო წილოსანი

130
ნინო წილოსანი

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში აცხადებს, რომ „საქართველო არ გახდება ომისა და ბომბების ცვენის ადგილი“.

მისივე თქმით, „სამწუხაროა, მაგრამ რეალობაა, რომ საერთაშორისო აქტორები და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთად დგანან“.

„ვფიქრობ, საზოგადოების უმრავლესობას უჩნდება კითხვა, რა ერთობლივ ინტერესებს ემსახურებიან ისინი. საქართველო არ გახდება ომისა და ბომბების ცვენის ადგილი. არ ვიცი, თუ არის კიდევ დარჩენილი ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ ჩვენს ოპოზიციას აზრი მოეკითხება. ეს ადამიანები მინიმუმ მე-4 მოწვევის პარლამენტში არიან და ის არ იციან, მესამე მოსმენა რას გულისხმობს, არ იციან მესამე მოსმენა როდის დაიწყება და როდის დასრულდება, პარლამენტის წევრებს არ იცნობენ.

აღმოჩნდა, რომ ხატია დეკანოიძე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, სალომე ქურასბედიანს არ იცნობს და ეს თურმე სალომეს პრობლემაა და არა ხატიასი. ეს არის სამარცხვინო ოპოზიცია. აღარ ვსაუბრობ იმ მავნებლობებზე, რომელსაც ისინი აკეთებენ. ის ფაქტი, რომ რეპუტაციულად სრულად გაცამტვერებული ოპოზიცია რაღაცით უნდა სულდგმულობდეს, ამ ყველაფერს ნამდვილად ეხმარება გარედან გაკეთებული განცხადებები“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები