LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვიცნობდი თუ არა ნინო წილოსანს? აქამდე ჩავსაფრებივარ თუ არა ოდესმე? წინასწარი მქონდა თუ არა ეს დაგეგმილი და საერთოდ რატომ ვიმყოფებოდი იქ“ – რას ამბობს მოქალაქე, რომელსაც ნინო წილოსანი ადევნებაში ადანაშაულებს

199
დავით კუპრავა

„როგორი აბსურდული ბრალდებაც იყო, როგორი აბსურდული და შეთითხნილი საქმეც იყო, ზუსტად ისეთი აბსურდული კითხვები დაისვა“ – ამის შესახებ დავით კუპრავამ განაცხადა, რომელსაც უმრავლესობის დეპუტატი ნინო წილოსანი ადევნებაში ადანაშაულებს.

კუპრავა დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხა:

„სახლში მისულს დამხვდა ნინო წილოსანის პოსტი, თითქოს ვუთვალთვალებდი“ – რას წერს მოქალაქე, რომელსაც უმრავლესობის წევრი ადევნებაში ადანაშაულებს

„როგორი აბსურდული ბრალდებაც იყო, როგორი აბსურდული და შეთითხნილი საქმეც იყო, ზუსტად ისეთი აბსურდული კითხვები დაისვა: სად ვიყავი? რატომ ვიყავი? ვიცნობდი თუ არა ნინო წილოსანს? აქამდე ჩავსაფრებივარ თუ არა ოდესმე? წინასწარი მქონდა თუ არა ეს დაგეგმილი და საერთოდ რატომ ვიმყოფებოდი იქ? მას შემდეგ, რაც ვუთხარი, რომ ჩემს მეუღლესთან ვიყავი, კითხვები წამოვიდა შემდეგი სტილის, თუ რაში ვეხმარებოდი ჩემს მეუღლეს, რატომ მივედი ამ ტერიტორიაზე და ა.შ.“ – განაცხადა კუპრავამ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში.

ვიდეო: „დამინახა, დამისიგნალა და მოღალატე დამიძახა… ფაშიზმზე ყველამ უნდა აგოს პასუხი!“ – ნინო წილოსანი ადევნებაზე საუბრობს
მისივე თქმით, გამოძიებას უთხრა, რომ იმ ტერიტორიაზე უკვე 2 წელია ყოველდღიურად გადაადგილდება, ხოლო მას შემდეგ რაც სახლში მიმავალმა დაინახა, როგორ აძლევდა ინტერვიუს „ქართული ოცნების“ დეპუტატი – დაუსიგნალა და დაუძახა – მონა.

ცნობისთვის, ნინო წილოსანმა შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურას რამდენიმე დღის წინ მიმართა. უმრავლესობის წევრის განაცხადებით, მას უცხო მოქალაქე აედევნა და „მოღალატე“ უწოდა.

ვიდეო: „რას ნიშნავს „ნაცობა “ – „ნაცობა არის მიმართულება, კონკრეტული დიაგნოზია“ – ნინო წილოსანის მიმართვა ახალგაზრდებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები