LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამართალი

კრედიტის ასაღებად ყალბი საბანკო ამონაწერის დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ამოღებულია დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულადი თანხა, ოც სხვადასხვა პირზე გაცემული ყალბი საბანკო ამონაწერები და ყალბი დოკუმენტების დასამზადებლად განკუთვნილი ერთ-ერთი კომერციული ბანკისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შტამპები.

არასრულწლოვან დაზე ძალადობისთვის პოლიციამ ელექტრონული ზედამხედველობა დააწესა

მოძალადეს დაუმაგრდა ელექტრონული სამაჯური, რომლის მეშვეობითაც განხორციელდება მსხვერპლის წინასწარ განსაზღვრულ ადგილებთან მიახლოების მონიტორინგი. დაკისრებული ვალდებულებების შესრულება სავალდებულოა.

შაქარაშვილის მკვლელობის საქმეში ბრალდებულმა მახარაძემ სასამართლოში სიმართლე არ თქვა: დავით ყაზარაშვილი

''იმ შემთხვევაში, თუ ეს ადამიანი სიმართლეს იტყოდა, მის წინააღმდეგაც იქნებოდა გამოყენებული''. - დავით ყაზარაშვილი

ჯგუფური ყაჩაღობის ბრალდებით შსს-მ თბილისში ორი პირი დააკავა

დაკავებულებმა მაღაზია "სპარის" მოლარეს 300 ლარამდე თანხა წაართვეს და მიმალვა სცადეს, თუმცა ისინი მაღაზიის შესასვლელთან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა დააკავა.

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სოფელ გუგუტიანთკარის მკვიდრი დააკავეს

"უკანონო დაკავებები აუარესებს საოკუპაციო ხაზს გასწვრივ, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურობას" - უწყება.