LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

11 ფაქტი ჯო ბაიდენის შესახებ, რომელიც შესაძლოა აქამდე არ იცოდით

308
freepressjournal-2020-11-976b8079-6522-4ef1-96be-36b76122f176-0711-ap07-11-2020-000200b

დემოკრატმა ჯო ბაიდენმა აშშ-ს არჩევნებში დონალდ ტრამპი დაამარცხა და აშშ–ს 46–ე პრეზიდენტი გახდა. ბაიდენი ლამის უკვე ნახევარი საუკუნეა პოლიტიკაშია და მთელი ეს პერიოდი საზოგადოება მას ყურადღებით აკვირდებოდა.

1942 წელს პენსილვანიის შტატში დაბადებული, 29 წლის იყო როცა სენატში პირველად აირჩიეს. ამის შემდეგ 6–ჯერ კიდევ აირჩიეს და 36 წელი სენატში გაატარა. მისტერ ბაიდენმა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა ორჯერ მიიღო – 1988 და 2008 წლებში, ობამას ადმინისტრაციაში კი ვიცე–პრეზიდენტის როლს ასრულებდა.

თეთრი სახლის მოხუცი: ჯო ბაიდენის პირადი ცხოვრების საიდუმლო და ტრაგიკული ცხოვრება

მიუხედავად მრავალწლიანი სტაჟისა, საჯარო პიროვნების უკან იმალება ადამიანი, რომლის შესახებაც საზოგადოებამ ბევრი რამ არ იცის. გასულ კვირას ბაიდენმა Instagram–ზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც საკუთარი თავის შესახებ 11 უცნობი ფაქტი გაამხილა.

,,ალბათ ფიქრობთ, რომ წლებია ტელევიზორში მხედავთ, სოციალურ მედიაში ჩემ პოსტებს თვალს ადევნებთ და კარგად გამიცანით. თუმცა რეალურ ცხოვრებაში ჩემი ნახვის შანსი არ გქონიათ. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე გაგიზიაროთ რამდენიმე ფაქტი, რაც ჩემს უკეთ გაცნობაში დაგეხმარებათ!“.

ვინ არის ჯო ბაიდენი?

  1. სკოლაში ყოფნის დროს ფეხბურთის გუნდში თამაშობდა და არაერთი გამარჯვებაც უზეიმია.
  2. მას ორი გერმანული ნაგაზი ყავს, სახელად ჩემპი და მეიჯორი.
  3. ავტომობილების დიდი მოყვარულია, დღემდე საგულდაგულოდ ინახავს 67 წლის Corvette Stingray–ს რომელიც მემკვიდრეობით მამისგან ერგო.
  4. ჯო ბაიდენმა დაწერა „ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ აქტი“ და დღემდე მისი მხარდამჭერია.
  5. 1972 წლის 18 დეკემბერს ჯო ბაიდენის მეუღლე და სამი შვილი მოყვნენ ავტოსაგზაო შემთხვევაში. მისი ცოლი და ქალიშვილი ადგილზე გარდაიცვალნენ, ხოლო 2 ვაჟი ექიმებმა გადაარჩინეს.
  6. ავტოკატასტროფის შემდეგ მისტერ ბაიდენი სენატში აირჩიეს, თუმცა მანამდე მისი ვაჟი სიმსივნით გარდაიცვალა.
  7. ჯო მუდმივად ეცნობოდა ფილოსოფოსთა ნააზრევს, რაც საჯარო გამოსვლების დროს ძალიან ეხმარებოდა.
  8. აშშ–ს ისტორიაში ის არის რიგით მეორე კათოლიკური მრწამსის მქონე პრეზიდენტი. პირველი ჯონ ფიცჯერალდ კენედი იყო.
  9. 29 წლის ასაკში ის იყო ერთ–ერთი ყველაზე ახალგაზრდა სენატის წევრი. თუმცა, სანამ 30 წლის არ გახდა ფიცის დადება ვერ შეძლო, რადგან კონსტიტუცია ასე მოითხოვდა.
  10. თეთრ სახლში გატარებული 8 წლის განმავლობაში, ჯო ბაიდენი და ბარაკ ომაბა ძალიან დაკავებულები იყვნენ, თუმცა დროის ერთად გატარებას და ლანჩებზე სიარულს ყოველთვის ახერხებდნენ.
  11. ჯო ბაიდენს უყვარს ნაყინი და მისი საყვარელი არომატი შოკოლადია.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები